
ოთხშაბათს, 28 მაისს, 16:00 საათზე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გიწვევთ პრეზენტაციაზე: „EBSCO – მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ბაზა, მოხმარების ინსტრუქციები და ძირითადი უპირატესობები“.
პრეზენტაციას გაუძღვებიან EBSCO-ს რეგიონალური წარმომადგენლები, ბატონები ანდრეი საკალოუ და რეიკო რაიე.
აქვე გაცნობებთ, რომ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ EBSCO-ს ორი მნიშვნელოვანი ქვებაზით: Humanities Source და Political Science Complete.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთია საქართველოში, რომლის ერთდროულად ორი სამეცნიერო ჟურნალი ინდექსირებულია EBSCO-ს მონაცემთა ბაზებში.
ელექტრონულ ბაზაზე წვდომისათვის მიჰყევით ბმულს http://library.iliauni.edu.ge/2011-05-11-12-30-04.html და ჩამონათვალში მოძებნეთ EBSCO. შეგახსენებთ, რომ წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტის ტერიტორიიდან, ასევე მის მიღმა.
გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.
EBSCO-ს მონაცემთა ბაზები მოიცავს მეცნიერების თითქმის ყველა დარგს და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა რესურსის (სტატიები, ელწიგნები, ანგარიშები, საკონფერენციო მასალები, სამთავრობო დოკუმენტები, გაზეთები) ინდექსირებულ და სრულ ვერსიებს.
გთხოვთ, მობრძანდეთ.
[wpai_display_imported_files_here]