Loading Events

« All Events

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენცია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში

ივლისი 7 / 11:00 - 16:00

7 ივლისს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.

კონფერენციაზე იმუშავებს ორი სექცია, ერთი – ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამების, მეორე – სოციალური მეცნიერებების პროგრამების მიმართულებით.

თითოეული მოხსენებისთვის განკუთვნილია 10 წუთი, კითხვა-პასუხისთვის – 5 წუთი.


დღის წესრიგი

  • 11:00-11:15 სთ. – რეგისტრაცია და გახსნა – მონაწილეების მისალმება და დღის წესრიგის წარდგენა
  • 11:15-14:00 სთ. – ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამების სექცია – სტუდენტთა მოხსენებები და კითხვა-პასუხი
  • 14:00-14:45 სთ. – ლანჩი და შესვენება
  • 14:45-5:45 სთ. – სოციალური მეცნიერებების პროგრამების სექცია – სტუდენტთა მოხსენებები
  • 15:45-16:00 სთ. – შეჯამება და დახურვა – კონფერენციის შედეგების მოკლე შეჯამება

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 7 ივლისი, 11:00 -16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

დღის წესრიგი.

2026