
18 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში“ ფარგლებში გაიმართება მოსწავლეთა კონფერენცია ფიზიკაში.
კონფერენციაზე თითოეული მოხსენებისთვის განსაზღვრულია 10 წუთი.
მონაწილეობის მსურველებმა პრეზენტაციის ფაილი (PDF ან PPT ფორმატში) 11 აპრილის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: physicsoutreach@iliauni.edu.ge
მიღებული განაცხადების საფუძველზე შეირჩევა მოხსენებები და შედგება კონფერენციის საბოლოო პროგრამა.
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია (არ საჭიროებს რეგისტრაციას) სკოლის მოსწავლეებისთვის, თანმხლები პირებისა და მასწავლებლებისთვის.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 18 აპრილი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3