
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
Kikala-Studio
ილიაუნის სემიოტიკის კვლევითი ცენტრისა და
სტუდენტთა შემოქმედებითი კლუბის ინიციატივით
გიწვევთ ფოტომოყვარულებს
ფოტოხედვის სასწავლო კონფერენციაზე
ჩვენ ვქმნით სინათლით
20-24 მარტი
ფოტოგრაფია _ სინათლის ენაა… შექმენით და გამოავლინეთ თქვენი უნიკალური სამყარო სინათლის საშუალებით; გაიზიარეთ პროფესიონალთა გამოცდილება და ეძიეთ და შეიცანით საკუთარი საზღვარი დ უსაზღვროება კადრებში…
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია:
მამუკა კიკალიშვილის მასტერკლასი Kikala-Studio-ში
გურამ წიბახაშვილის მასტერ-კლასი
დიალოგი ფოტოხელოვნებაზე _
იასონ ბადრიძე, კახაბერ შარტავა, მიშა გიორგაძე, დავით ქორიძე
კონკურსი: თავისუფალი ფოტოსესია ცხენებთან
სასწავლო კონფერენციის ბოლოს თავისუფალი ფოტოსესია ცხენებთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საცხენოსნო ცენტრში გაგამდიდრებთ ახალი ემოციებით, განგაცდვინებთ სიახლოვეს სამყაროში უმშვენიერეს ცხოველთან. შეგიძლიათ დაგეგმოთ და შექმნათ ნებისმიერი ჟანრის ფოტო და, ამავე დროს, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში. ფოტონამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, გამარჯვებულები მიიღებენ პრიზებს, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 28 მარტს ილიაუნის კაფე-მაღაზია ”ლიგამუსში”
ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა: 60
მსურველები შეირჩევიან 10 თებერვლიადნ 10 მარტამდე
კონფერენციში მონაწილეობის ღირებულებაა _ 50 ლარი
დაწვრილებითი ინფორმციისთვის და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად დაგვიკავშირდით:
E-mail: semiotics@iliauni.edu.ge
კონფერენცია ფოტომოყვარულებისთვის
[wpai_display_imported_files_here]