Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“

ივნისი 25 / 14:00 - ივლისი 1 / 15:00

25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“.

სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი.

სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

ღონისძიების მიზანია უნივერსიტეტებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზი როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ საგანმანათლებლო კონტექსტში.

სემინარის თემები:

  • AI-ის გამოყენების არსებული მდგომარეობა და რისკები საქართველოს უნივერსიტეტებში;
  • ჰონგ კონგის უნივერსიტეტისა და სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილება AI-ის ინტეგრაციაში;
  • AI-ის როლი საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და სასწავლო კურიკულუმის ფორმირებაში;
  • AI-ის გამოყენების შესაძლებლობები კურსის/სილაბუსის დაგეგმვის, დავალებების ფორმულირებისა და შეფასების პროცესში.

მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:

სამუშაო ენა: ქართული

სემინარი ხორციელდება პროექტის „უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სამაგისტრო პროგრამის“ ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო  I2Q (IBRD)“ ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

2025