6 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება სურსათის უვნებლობის დღის აღნიშვნას, რომლის სლოგანია „სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა“.
წლევანდელი თემაა „სურსათის უვნებლობა: მეცნიერება მოქმედებაში“.
ამ დღეს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სტუდენტური ესეების პრეზენტაციების ციკლი „რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობისთვის?“.
სტუდენტები წარმოადგენენ ნაშრომებს სურსათის უვნებლობის, ჯანმრთელობისა და მეცნიერების ურთიერთკავშირის შესახებ.
პრეზენტაციების მიზანია სტუდენტთა კვლევების წახალისება და ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებაზე შეარჩევენ სამ საუკეთესო მოხსენებას, რომელთა ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
დღის წესრიგი
12:00 – 12:30 საათი – ღონისძიების გახსნა
ასოც. პროფესორი ელენე ჟურავლიოვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი
ასოც. პროფესორი თამარ ბარბაქაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
12:30 – 14:00 საათი – სტუდენტური მოხსენებები
14:00 საათი – ყავით შესვენება
14:30 – 15:30 საათი – სტუდენტური მოხსენებები
15:30 – 16:00 საათი – გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება
16:00 საათი – ღონისძიების დახურვა
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 6 ივნისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.