Loading Events

« All Events

  • This event has passed.

გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანია: ფილმის „ფემინური, მასკულინური“ ჩვენება და დისკუსია

დეკემბერი 9, 2024 / 18:30 - 20:30

9 დეკემბერს, 18:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში “The Why Foundation”-თან თანამშრომლობით გაიმართება ფილმის „ფემინური, მასკულინური“ (“Feminin, Masculin”) ჩვენება და დისკუსია.

ფილმი მოგვითხრობს ირანში ავტობუსის პირველი ქალი მძღოლის, ფარაჰნაზ შირის (Farahnaz Shiri) ისტორიას, რომელსაც თავის ავტობუსში ირანში არსებული სოციალურ-კულტურული წესებისგან განსხვავებული გარემო აქვს შექმნილი.

მომხსენებელი –  აიჰან ჰასანლი, იურისტი, ორგანიზაცია „საფარი”

მოდერატორი –   მარიამ ბიბილური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

ამავე დღეს, 17:00 საათზე, გაიმართება კონკურსში გამარჯვებული ესეების წარდგენა და დისკუსია.

  • ესეების კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/fE7N8
  • 9 დეკემბერს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/AIuzX

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომლის მიზანია დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ მსოფლიოში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 9 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
დეკემბერი 9, 2024
Time:
18:30 - 20:30
Event Category: