Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საერთაშორისო კონფერენცია „მედიცინა და ინოვაცია“

სექტემბერი 28, 2024 / 10:00 - 16:00

28 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის ”InTech4MED – ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში” ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „მედიცინა და ინოვაცია“.

მისი მიზანია მედიცინის, ბიომედიცინის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო სფეროების ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების მიერ კვლევითი პროექტებისა და მათი შედეგების პრეზენტაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა ინტერაქტიული საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობით.

სამიზნე ჯგუფი: ახალგაზრდა მკვლევრები, დოქტორანტები და მაგისტრანტები

ონლაინ დასასწრებად გთხოვთ, შეუერთდეთ zoom-ის ბმულს:

შეხვედრის ID: 853 0829 4798

პაროლი: 847179

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 28 სექტემბერი, 10:00-16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.