Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დისკუსია „თბილისი-სოხუმი-მოსკოვი: საბჭოთა სამკუთხედი“

სექტემბერი 27, 2024 / 15:00 - 16:00

27 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია „თბილისი-სოხუმი-მოსკოვი: საბჭოთა სამკუთხედი“.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ნესტორ ლაკობასა და მის შემდგომი აფხაზი ლიდერების მიერ „ორი ცენტრის“ გამოყენება მიზნების მისაღწევად, განხვავებული რეაქცია თბილისსა და სოხუმში 1956 და 1978 წლების მოვლენებზე და რა გავლენა მოახდინა ამან დამოუკიდებლობისშემდგომ მოვლენათა განვითარებაზე.

დისკუსიას გაუძღვებიან:

  • ქლერ კაიზერი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 

პროფესორი კაიზერი საქართველოს აკადემიური წრეებისათვის ცნობილია, როგორც ავტორი წიგნისა  „ქართველი და საბჭოელი – ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში“, რომელიც ეძღვნება ნაკლებად გამოკვლეულ საბჭოთა პერიოდს მეორე მსოფლიო ომიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე.

დისკუსიის მოდერატორი

  • ქეთი ეფაძე, იდენტობისა და მეხსიერების მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 27 სექტემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
სექტემბერი 27, 2024
Time:
15:00 - 16:00
Event Category: