Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ ირინა ლობჟანიძის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია

ოქტომბერი 16, 2024 / 18:00 - 19:00

16 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „პარაკლიტონის“ პრეზენტაცია (იხ., http://manuscript.iliauni.edu.ge/).

ირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს, კერძოდ, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO), რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-12 საუკუნის ქართული ხელნაწერი, პარაკლიტონი, ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების საგრანტო კონკურსის (SP-23-685) შედეგს, MS. Wardr. d. 1 ხელნაწერის გამოცემულ ტექსტს.

წიგნის რედაქტორები, ნინო დობორჯგინიძე და თამაზ კოჭლამაზაშვილი, ისაუბრებენ ქართული და საქართველოში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და კვლევაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით ილიას უნივერსიტეტში დანერგილ სასწავლო და კვლევით პროგრამებზე, ასევე პარაკლიტონის ტექსტოლოგიურ საკითხებზე.

შეხვედრის ბმული

Join Zoom Meeting ID 824 3872 2663

Passcode: 209768

დრო: 16 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. N1)

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
ოქტომბერი 16, 2024
Time:
18:00 - 19:00
Event Category: