Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სამუშაო შეხვედრა „ჯანდაცვის სფეროს შრომის ბაზრის საჭიროებები: გამოწვევები და პერსპექტივები“

სექტემბერი 20, 2024 / 10:00 - 17:00

20 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გუნდის ორგანიზებითა და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება შეხვედრა „შრომის ბაზრის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები“ მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში.

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები, საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები და სტუდენტები/კურსდამთავრებულები, განიხილება ჯანდაცვის შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის შედეგები და გაიმართება დიალოგი დაინტერესებულ მხარეებს შორის პრიორიტეტული ინტერვენციებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 20 სექტემბერი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:  https://forms.gle/4gEoQiAsj3NGaG85A