19 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლევან ნაცვლიშვილის სადისერტაციო ნაშრომის „სივრცული მონაცემების ინფრასტრუქტურის (SDI) შექმნა სამეცნიერო-აკადემიური მიზნებისთვის და მისი გამოყენება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში” დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო ჯორჯიაშვილი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 19 ივლისი, 13:00 საათი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია
დასწრება თავისუფალია.