10, 11 და 12 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე Georgian Implementation Science Fogarty Training (GIFT) პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საზაფხულო ინტენსიური ტრენინგი აშშ-ს იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წამყვანი პროფესორების მიერ.
ტრენინგის მიზანია დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს იმპლემენტაციურ მეცნიერებასა და ბიოსტატისტიკაში თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.
ვისთვის არის ტრენინგი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, დასაქმებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, პედაგოგებისთვის, ლექტორებისა და პროფესორებისთვის
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია – მაქსიმუმ 100 მონაწილე (სამუშაო მიმართულებებად დაყოფით 40-40-20).
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, გაიცემა დასწრების სერტიფიკატები.
ტრენინგის დღის წესრიგი იხილეთ: https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/83580.pdf
ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: https://form.jotform.com/240945889308067
ტრენინგზე მსურველთა რეგისტრაცია დაიხურება 2024 წლის 1 ივლისს. ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, პირველი 100 რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობას. რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ დეტალებს ტრენინგამდე რამდენიმე დღით ადრე.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: irma.kirtadze@iliauni.edu.ge
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 10, 11 და 12 ივლისი