28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორები ზურაბ რატიანი და ელინა ბაქრაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს.
17:00 საათზე პროფესორი ზურაბ რატიანი – ლექციას „კვანტური კომპიუტერების ფიზიკური მოდელები“.
17:40 საათზე პროფესორი ელინა ბაქრაძე წაიკითხავს ლექციას „წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მონიტორინგი და გამოწვევები”.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 28 ივნისი, 17:00 საათი, 17:40 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.