28 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკაში პროფესორ ფილიპ კიმის ორგანიზებით გაიმართება აქცია „წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა“.
ლექციაზე ამერიკელი პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ ჩვევებსა და ფილოსოფიას, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება.
დისკუსია გაიმართება „მრგვალი მაგიდის/მუსიკალური სკამების“ ფორმატში, სადაც სპიკერები განლაგდებიან 4 მაგიდასთან (თითოეულ მაგიდასთან – 2 სპიკერი). დისკუსიის მონაწილეები კი შეიკრიბებიან თითოეული მაგიდის ირგვლივ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში მოუსმენენ სპიკერების საინტერესო პრეზენტაციებს, დაუსვამენ მათ კითხვებს ან გაუზიარებენ კომენტარებს. ამის შემდეგ დისკუსიის მონაწილეები გადაინაცვლებენ მომდევნო მაგიდასთან. მრგვალი “მაგიდის/მუსიკალური სკამების” დისკუსიისთვის განკუთვნილი იქნება 60-90 წუთი, ხოლო დარჩენილი 30 წუთი კითხვა-პასუხის ნაწილს დაეთმობა.
სპიკერები:
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 28 მაისი, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507), გ. წერეთლის ქუჩა N3
დასწრება თავისუფალია.