Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კრებულის “თავისუფლების ფული” პრეზენტაცია

ივნისი 17, 2011 / 16:30

21 ივნისს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) გაიმართება ახალი, რიგით VII კრებულის – “თავისუფლების ფულის” პრეზენტაცია, რომელსაც ფრიდრიხ ნაომანის ფონდის მხარდაჭერით გამოსცემს “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო” სერიით “თავისუფლების ბიბლიოთეკა”.

კრებულში თავმოყრილია გამოჩენილი ავტორების შრომები, რომლებშიც გარკვევითაა ასახული თანამედროვე მონეტარული სისტემის მდგომარეობა, შემოთავაზებულია დამაჯერებელი არგუმენტები მისი რეფორმირების გადაუდებელი აუცილებლობისა და შესაძლო მიმართულებების შესახებ – ფულის კონკურენტული წარმოების სასარგებლოდ და სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის საწინააღმდეგოდ. ვფიქრობთ, მკითხველისთვის ის გახდება სამაგიდო მრჩეველი მონეტარულ საკითხებში და გზამკვლევი ეკონომიკური თავისუფლებისკენ.

პაატა შეშელიძე – საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი
თენგიზ ვერულავა – სერიის “თავისუფლების ბიბლიოთეკა” მთავარი რედაქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი

კრებულის სარჩევი:

•        გიდო ჰულსმანი – წინასიტყვაობა

1.  ფულის არსი
•        ფრედერიკ ბასტია – რა არის ფული?
•        ლუდვიგ ფონ მიზესი – ფულის ადგილი ეკონომიკურ საქონელს შორის
•        ლუდვიგ ფონ მიზესი – ფულის არანეიტრალურობა
•        ჰანს-ჰერმან ჰოპპე – რას წარმოადგენს დეკრეტული ფული? – ანუ ფულისა და კრედიტის დეგრადაცია

II. ფულის ოპტიმალური სახე
•        გიდო ჰულსმანი – უტილიტარისტული შეხედულებები ფულის წარმოებასთან დაკავშირებით
•        მარი ნ. როთბარდი – ოქრო, როგორც საკრედიტო ფულის მერყევი კურსის საპირწონე
•        მილტონ ფრიდმენი – გაუმყარებელი ქაღალდის ფულის რესურსული დანახარჯი
•        ჰანს-ჰერმან ჰოპპე, გიდო ჰულსმანი, უოლტერ ბლოკი – ნდობაზე დამყარებული ფულის წინააღმდეგ
•        ჰანს შენჰოლცი – ჩიკაგოს სავალუტო ტრადიცია ავსტრიული თეორიის ჭრილში
•        ალან გრინსპენი – ოქრო და ეკონომიკური თავისუფლება

III. ფული და სახელმწიფო
•        მარი ნ. როთბარდი – ფული, სახელმწიფო და თანამედროვე მერკანტილიზმი
•        ჰანს-ჰერმან ჰოპპე – საბანკო სისტემა, ეროვნული სახელმწიფოები და საერთაშორისო პოლიტიკა: ამჟამინდელი ეკონომიკური წესრიგის სოციოლოგიური რეკონსტრუქცია
•        ჯორჯ სელჯინი, ლოურენს უაითი – ფისკალური თეორია მონეტარულ სისტემაში სახელმწიფოს როლის შესახებ
•        გია ჯანდიერი – შეიძლება თუ არა ცენტრალური ბანკის ნდობა?
•        აკაკი ცომაია – თანამედროვე მონეტარიზმი და ეკონომიკური თავისუფლება?

IV. მონეტარული რეფორმები
•        ჰენრი ჰეზლიტი – იდეალური ფულის ძიებაში
•        ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი – ვალუტის არჩევანი, ინფლაციის შეჩერების გზა
•        ჯეფრი მ. ჰერბენერი – ინფლაციის ეპოქის შემდგომ: ავსტრიული სკოლის ეკონომისტების წინადადებები ფულადი რეფორმების თაობაზე
•        პაატა შეშელიძე – ფული, რეფორმა და მომავალი
•        თენგიზ ვერულავა – რედაქტორის ბოლოსიტყვაობა.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 17, 2011
Time:
16:30
Event Category:
Event Tags: