
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Google დეველოპერების კლუბი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო ანდროიდის 5-კვირიან პროგრამულ ონლაინკურსს.
ყველა სასწავლო მასალა მოწოდებულია Google-გან.
პირველი სესია გაიმართება 2020 წლის 12 დეკემბერს, 14:00 საათზე.
ვისთვის არის ეს სასწავლო კურსი?
კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
შენიშვნა: კურსს არ აქვს წინაპირობა და მასში მონაწილეობა გამოცდილების არმქონე სტუდენტებსაც შეუძლიათ.
რატომ უნდა ვისწავლო ანდროიდი?
ანდროიდის პროგრამირება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობასაც. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ მარტივი ანდროიდაპლიკაციის შექმნას.
როგორი იქნება სასწავლო მიმართულება?
სტუდენტები შეისწავლიან ანდროიდს Kotlin-ის გამოყენებით, რომელიც 100%-იან კონკურენციას უწევს Java პროგრამულ ენას.
ვრცლად სასწავლო კურსის შესახებ:
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეხვედრები გაიმართება Zoom-ის ონლაინპლატფორმაზე.
რეგისტრაცია
კურსზე რეგისტრაციის მსურველებს შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე: https://forms.gle/MkMbVjSz3g9tz3Mr8
რეგისტრაციის ვადა: 11 დეკემბერი, 18:00 საათი
როგორ გახდეს მასალები ხელმისაწვდომი?
დარეგისტრირების შემდეგ მონაწილეები ყოველკვირეულად მიიღებენ მასალას და ექნებათ წვდომა Google-ის დეველოპერების პლატფორმასთან.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 12 დეკემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: Zoom-ის ონლაინ პლატფორმა
2020 წელი
[wpai_display_imported_files_here]